აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში კოიმბრას უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს კოიმბრას უნივერსიტეტის (პორტუგალია), დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციას უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ ლაზარაშვილმა და ვიცე–რექტორმა, თეა იმედაძემ უმასპინძლეს. გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსთან.

სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ახალი კამპუსი, გაეცნენ უნივერსიტეტის პროგრამებსა და შეთავაზებებს. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.

მხარეები შეთანხმდნენ 2025-2026 სასწავლო წლიდან Erasmus+-ის დაფინანსებით კოიმბრას უნივერსიტეტში EEU-ს სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის შესახებ. აღნიშნული საუკეთესო შესაძლებლობაა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალისთვის ერთი სემესტრის განმავლობაში, ისწავლონ ან/და აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა კოიმბრას უნივერსიტეტში და აიმაღლონ კვალიფიკაცია სასურველი მიმართულებით.

კოიმბრას უნივერსიტეტი 1290 წელს დაარსდა და ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია მსოფლიოში და უძველესი პორტუგალიაში. 2013 წელს, იუნესკომ უნივერსიტეტი გამოაცხადა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად. კოიმბრას უნივერსიტეტი აერთიანებს 8 ფაკულტეტს და სტუდენტების რაოდენობა 23 000-ს აჭარბებს.

Related Posts

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის ერთ-ერთ უძველეს კოიმბრას უნივერსიტეტში და Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დელეგაცია 24-28 მარტს ვიზიტით იმყოფებოდა პორტუგალიაში, კოიმბრას უნივერსიტეტში, სადაც ERASMUS+ გაცვლითი პროგრამით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა

Read More

EEU-სა და გაეროს მოსახელობის ფონდის (UNFPA) მორიგი სამუშაო შეხვედრა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტის (EEU) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც   საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ და

Read More