აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ჩინეთში CIFTIS 2024 განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

A cooperation agreement has been signed between Hochschule Bremen City University of Applied Sciences (Germany) and East European University (EEU). The agreement was signed by Prof. Dr. Konrad Wolf, President of Hochschule Bremen, and Prof. Dr. Kakhaber Lazarashvili, Rector of East European University.

From May 6 to 8, 2025, a delegation from East European University visited Germany at the invitation of Hochschule Bremen City University of Applied Sciences. During the visit, the EEU delegation held meetings with the President of the University, deans of various faculties, as well as heads of scientific and international departments. The parties agreed to engage in intensive collaboration, including student exchange programs, joint participation in ERASMUS+ initiatives, and the implementation of joint academic and research projects involving research and academic staff.

The EEU delegation was represented by the university’s Rector, Prof. Dr. Kakhaber Lazarashvili; Chairman of the Academic Council, Prof. Dr. David Cherkezishvili; and Head of the International Relations Department, Teona Khachidze.

Significantly, starting from October 2025, EEU students will have the opportunity to pursue their studies at Hochschule Bremen City University of Applied Sciences. Furthermore, both institutions have agreed that Hochschule Bremen will be actively represented at the upcoming international scientific conference hosted by East European University, scheduled to take place from June 24 to 26, 2025.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა (EEU) 2024 წლის 12-16 სექტემბერს ჩინეთში, ქ. პეკინში  გამართულ CIFTIS 2024 საერთაშორისო გამოფენაში  მიიღო მონაწილეობა. CIFTIS (China International Fair For Trade In Service) გამოფენა არის ერთ-ერთი უდიდესი გამოფენა და მოიცავს 9 ძირითად მიმართულებას,   მათ შორის განათლება, მედიცინა, ინჟინერია, ფინანსები, კულტურა და ტურიზმი,   სპორტი, მედია და გარემოსდაცვა.  გამოფენაზე 80-ზე მეტი ქვეყანა იყო წარმოდგენილი და 900,000-ზე  მეტ ვიზიტორს მასპინძლობდა.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სახელით CIFTIS 2024 გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ ლაზარაშვილმა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან აფთარაშვილმა. გამოფენაზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი სპეციალური სტუმრის სტატუსით იყო მოწვეული და როგორც ქართული მხარის წარმომადგენელი, CIFTIS 2024 -ის გამოფენის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა. საკუთარ სიტყვაში პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა ხაზი გაუსვა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს,  კულტურათაშორისი სასწავლო გარემოს შექმნას, საგანმანათლებლო რესურსების გაზიარებას, კვლევითი მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობასა და სხვადასხვა სფეროში გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას.

ქ. პეკინში გამართულ გამოფენაზე EEU-ს წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, უპირატესობები და შეთავაზებები. შეხვედრები გამართეს  დაინტერესებულ პირებთან და სხვადასხვა ადგილობრივ ორგანიზაციებთან.   გამოფენა მნიშვნელოვანი იყო  მონაწილეებისთვის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფრო ახლოს გაცნობის, კულტურისა და  გამოცდილების გაზიარებისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობების კუთხით.

გამოფენის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს გამოფენის ორგანიზატორებისაგან Excellent Exhibitor-ის ჯილდო გადაეცა.

 
 
 
 

Related Posts

პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი იტალიური სამეცნიერო ჟურნალის: ” Annali di Igiene Medicina Preventiva e di Comunita” სარედაქციო კოლეგიის წევრია!

პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი იტალიური სამეცნიერო ჟურნალის: ” Annali di Igiene Medicina Preventiva e di Comunita” სარედაქციო კოლეგიის წევრია! პროფესორი კახაბერ

Read More

საერთაშორისო კონფერენცია: „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“

საერთაშორისო კონფერენცია: „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“ ევროპული კვირეულის ფარგლებში (EHEW 2025) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების

Read More