მესამე საერთაშორისო კონფერენცია: ,,ადრეული განათლება და ზრუნვა“

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს,  საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით 26-27 სექტემბერს გაიმართა  მესამე საერთაშორისო კონფერენცია: ,,ადრეული განათლებისა და ზრუნვა – ინკლუზიური სისტემები, სერვისები და პრაქტიკები თითოეული ბავშვისთვის”. 

კონფერენცია მიზნად ისახავდა აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობას ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიის საკითხებზე. ასევე, მასწავლებლებისა და მოქმედი სპეციალისტების საუნივერსიტეტო და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ცნობიერების ამაღლებას ინკლუზიური ადრეული განათლებისა და ზრუნვის მნიშვნელობის საკითხებში.

მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) რექტორი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი წარსდგა მისასალმებელი სიტყვით და თავის მოხსენებაში ისაუბრა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის როლზე საქართველოში სკოლამდელი საბაკალავრო პროგრამების განვითარებაში. საერთაშორისო კონფერენციაზე სპეციალური მიწვევით იყვნენ EEU-ს პარტნიორი ლონდონის მიდლსექსის უნივერსიტეტის პროფესორი, ადრეული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნიკი სპაულსი და პროფესორი ანჯელა სქოლანი, რომელიც ამავდროულად არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სკოლამდელი განათლების პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ანჯელა სქოლანი და ნიკი სპაულსი წარსდგნენ მოხსენებით: „როდესაც ადრეული აღზრდისა და განათლების სფეროში ბავშვების ხმას ვუსმენთ“.

საერთაშორისო კონფერენციაზე EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა  ქეთევან აფთარაშვილმა წარადგინა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კვლევის ანგარიში: ,,ადრეული და სკოლამდელი განათლების აღმზრდელ-პედაგოგთა კეთილდღეობის კვლევა საქართველოში”

კონფერენციას 170-ზე მეტი მონაწილე ესწრება, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრის წარმომადგენლები, მკვლევრები, ადრეული განათლების სპეციალისტები და სტუდენტები. ფორუმზე განიხილეს განათლების ინკლუზიური სისტემების, სერვისებისა და პრაქტიკის თემები ბავშვის განვითარების ადრეულ წლებში.

Related Posts

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის ერთ-ერთ უძველეს კოიმბრას უნივერსიტეტში და Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დელეგაცია 24-28 მარტს ვიზიტით იმყოფებოდა პორტუგალიაში, კოიმბრას უნივერსიტეტში, სადაც ERASMUS+ გაცვლითი პროგრამით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა

Read More

EEU-სა და გაეროს მოსახელობის ფონდის (UNFPA) მორიგი სამუშაო შეხვედრა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტის (EEU) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც   საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ და

Read More