აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის ერთ-ერთ უძველეს კოიმბრას უნივერსიტეტში და Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის

A cooperation agreement has been signed between Hochschule Bremen City University of Applied Sciences (Germany) and East European University (EEU). The agreement was signed by Prof. Dr. Konrad Wolf, President of Hochschule Bremen, and Prof. Dr. Kakhaber Lazarashvili, Rector of East European University.

From May 6 to 8, 2025, a delegation from East European University visited Germany at the invitation of Hochschule Bremen City University of Applied Sciences. During the visit, the EEU delegation held meetings with the President of the University, deans of various faculties, as well as heads of scientific and international departments. The parties agreed to engage in intensive collaboration, including student exchange programs, joint participation in ERASMUS+ initiatives, and the implementation of joint academic and research projects involving research and academic staff.

The EEU delegation was represented by the university’s Rector, Prof. Dr. Kakhaber Lazarashvili; Chairman of the Academic Council, Prof. Dr. David Cherkezishvili; and Head of the International Relations Department, Teona Khachidze.

Significantly, starting from October 2025, EEU students will have the opportunity to pursue their studies at Hochschule Bremen City University of Applied Sciences. Furthermore, both institutions have agreed that Hochschule Bremen will be actively represented at the upcoming international scientific conference hosted by East European University, scheduled to take place from June 24 to 26, 2025.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დელეგაცია 24-28 მარტს ვიზიტით იმყოფებოდა პორტუგალიაში, კოიმბრას უნივერსიტეტში, სადაც ERASMUS+ გაცვლითი პროგრამით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სწავლობენ.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაციას კოიმბრას უნივერსიტეტში წარმოადგენდა რექტორი კახაბერ ლაზარაშვილი, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან აფთარაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თეონა ხაჩიძე.

ვიზიტის ფარგლებში EEU-ს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს კოიმბრას უნივერსიტეტების ხელმძღვანელობასა და აკადემიურ პერსონალთან. დელეგაცია შეხვდა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფესორ ჟოაო ნუნოს (Doutor Joao Nuno), ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების, ეკონომიკის, მედიცინის, სამართლის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტების დეკანებს და დეკანის მოადგილეებს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და მის წარმომადგენლებს.

მხარეები შეთანხმდნენ უნივერსიტეტების პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებასა და თანამშრომლობის დამყარების ახალი შესაძლებლობების გამოყენებაზე, ასევე შეხვედრაზე დაისახა ინსტიტუციური პარტნიორობის სამომავლო გეგმები სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განვითარების მიმართულებით, მათ შორის განათლების, სამართლის, არქიტექტურის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მედიცინის სფეროებში.

EEU-ს დელეგაციამ ასევე დაათვალიერა უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი, ისტორიული შენობა-ნაგებობები (Pateo, Paco das Escolas), საუნივერსიტეტო კოშკი, უძველესი ბიბლიოთეკა (Baroque Library), წმინდა მიქაელის სამლოცველო,  8 ფაკულტეტის საუნივერსიტეტო კამპუსი, უძველესი  საგამოცდო ოთახები და დიდი დარბაზები სადისერტაციო ნაშრომების საჯარო დაცვისთვის, საუნივერსიტეტო ისტორიული ბოტანიკური ბაღები და მუზეუმები. კოიმბრას უნივერსიტეტი (პორტუგალია) მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესი  უნივერსიტეტია, რომელიც დაარსდა 1290 წელს და 2013 წელს იუნესკომ უნივერსიტეტი გამოაცხადა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად, ხოლო ქალაქი კოიმბრა ხშირად მოიხსენიება როგორც ,,სტუდენტების ქალაქი’’.

ვიზიტის ფარგლებში EEU-ს დელეგაციის წევრები შეხვდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში Erasmus+ მობილობის ფარგლებში ერთი სემესტრით სწავლობენ კოიმბრას უნივერსიტეტში. პირადად გაეცნენ კოიმბრას უნივერსიტეტში სტუდენტების სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, მათი აკადემიური თუ სოციალური ინტეგრაციის პროცესებს.

კოიმბრას უნივერსიტეტში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის 23 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, EEU-ს სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, გაიღრმავონ ცოდნა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება მათთვის საინტერესო აკადემიურ და პროფესიულ მიმართულებებში. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს EEU-ს საერთაშორისო ინტეგრაციის გაძლიერებას როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას.

Related Posts

პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი იტალიური სამეცნიერო ჟურნალის: ” Annali di Igiene Medicina Preventiva e di Comunita” სარედაქციო კოლეგიის წევრია!

პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი იტალიური სამეცნიერო ჟურნალის: ” Annali di Igiene Medicina Preventiva e di Comunita” სარედაქციო კოლეგიის წევრია! პროფესორი კახაბერ

Read More

საერთაშორისო კონფერენცია: „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“

საერთაშორისო კონფერენცია: „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“ ევროპული კვირეულის ფარგლებში (EHEW 2025) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების

Read More