EEU-ში ,,ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის’’ შესახებ ვორქშოპების სერიის რიგით პირველი შეხვედრა გაიმართა

A cooperation agreement has been signed between Hochschule Bremen City University of Applied Sciences (Germany) and East European University (EEU). The agreement was signed by Prof. Dr. Konrad Wolf, President of Hochschule Bremen, and Prof. Dr. Kakhaber Lazarashvili, Rector of East European University.

From May 6 to 8, 2025, a delegation from East European University visited Germany at the invitation of Hochschule Bremen City University of Applied Sciences. During the visit, the EEU delegation held meetings with the President of the University, deans of various faculties, as well as heads of scientific and international departments. The parties agreed to engage in intensive collaboration, including student exchange programs, joint participation in ERASMUS+ initiatives, and the implementation of joint academic and research projects involving research and academic staff.

The EEU delegation was represented by the university’s Rector, Prof. Dr. Kakhaber Lazarashvili; Chairman of the Academic Council, Prof. Dr. David Cherkezishvili; and Head of the International Relations Department, Teona Khachidze.

Significantly, starting from October 2025, EEU students will have the opportunity to pursue their studies at Hochschule Bremen City University of Applied Sciences. Furthermore, both institutions have agreed that Hochschule Bremen will be actively represented at the upcoming international scientific conference hosted by East European University, scheduled to take place from June 24 to 26, 2025.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის (PMSW) ინიციატივითა და  უწყვეტი განათლების ცენტრის (LLC) ორგანიზებით 2024 წლის 29 მარტს ვორქშოპების სერიის პირველი შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და პერსონალი. კვლევითი ცენტრის მიერ მოწვეულმა სპიკერებმა საკუთარი მოსაზრებები, პრაქტიკული გამოცდილება და სამომავლო გეგმები გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.

ღონისძიება გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა.

კახაბერ ლაზარაშვილი მიესალმა სტუმრებს და წარუდგინა პრეზენტაცია ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე საუბარი განაგრძო არასამთავრობო ორგანიზაციის „თანადგომა“ დამფუძნებელმა, მაია ჯიბუტმა. მან სტუდენტებს გააცნო ახალგაზრდების კეთილდღეობის შესახებ ჩატარებული კვლევების შედეგები და ის ტენდენციები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით შეინიშნება საქართველოში.

მედიცინის მეცნიერებთა დოქტორმა, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ხელმძღვანელმა ეკატერინე სანიკიძემ სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება ფიზიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის და პრევენციის შესახებ.

ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მენტალურ კეთილდღეობასაც. სტუდენტთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და პრობლემებზე ისაუბრა EEU-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა, ნანა გოგიჩაშვილმა.

ვორქშოპი დასრულდა შემაჯამებელი დისკუსიით, სადაც სპიკერებმა დეტალურად უპასუხეს აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს.

Related Posts

პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი იტალიური სამეცნიერო ჟურნალის: ” Annali di Igiene Medicina Preventiva e di Comunita” სარედაქციო კოლეგიის წევრია!

პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი იტალიური სამეცნიერო ჟურნალის: ” Annali di Igiene Medicina Preventiva e di Comunita” სარედაქციო კოლეგიის წევრია! პროფესორი კახაბერ

Read More

საერთაშორისო კონფერენცია: „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“

საერთაშორისო კონფერენცია: „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“ ევროპული კვირეულის ფარგლებში (EHEW 2025) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების

Read More