UNFPA-სა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი!

2024 წლის 25 ივლისს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და  აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბანძელაძემ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ ლაზარაშვილმა.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მრავალი წელია მუშაობს იმისთვის, რომ მოზარდებს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, ხელი მიუწვდებოდეთ ასაკზე მორგებულ ინფორმაციაზე ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, ითანამშრომლონ, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ განათლების სასწავლო პროგრამებში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, რაც მოიცავს როგორც მასწავლებელთა 5-წლიანი ინტეგრირებული განათლების პროგრამას, ასევე განათლების მენეჯმენტის/მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სავალდებულო ან არჩევით კურსს.

Related Posts

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის ერთ-ერთ უძველეს კოიმბრას უნივერსიტეტში და Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დელეგაცია 24-28 მარტს ვიზიტით იმყოფებოდა პორტუგალიაში, კოიმბრას უნივერსიტეტში, სადაც ERASMUS+ გაცვლითი პროგრამით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა

Read More

EEU-სა და გაეროს მოსახელობის ფონდის (UNFPA) მორიგი სამუშაო შეხვედრა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტის (EEU) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც   საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ და

Read More