EEU-ში სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა მრგვალი მაგიდა: ,,ახალგაზრდების კეთილდღეობა’’

024 წლის 11 მაისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობების ციკლის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: ,,ახალგაზრდების კეთილდღეობა’’. შეხვედრა წარმართა EEU-ს რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში განხილული იყო ახალგაზრდებში ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის ხელშემწყობი ფაქტორები. კახაბერ ლაზარაშვილმა მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ. ბატონმა კახაბერმა მსმენელებს გააცნო ახალგაზრდების კეთილდღეობის შესახებ ჩატარებული კვლევების შედეგები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით შეინიშნება საქართველოში და გაუზიარა საკუთარი გამოცდილება ფიზიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის და პრევენციის შესახებ. შეხვედრა მსმენელთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. მრგვალი მაგიდის ფორმატში მოსწავლეებმა იმსჯელეს ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის მნიშვნელობის საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე.

Related Posts

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის ერთ-ერთ უძველეს კოიმბრას უნივერსიტეტში და Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დელეგაცია 24-28 მარტს ვიზიტით იმყოფებოდა პორტუგალიაში, კოიმბრას უნივერსიტეტში, სადაც ERASMUS+ გაცვლითი პროგრამით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა

Read More

EEU-სა და გაეროს მოსახელობის ფონდის (UNFPA) მორიგი სამუშაო შეხვედრა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტის (EEU) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც   საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ და

Read More