აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა (EEU) და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2023 წლის 4 აპრილს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა კახაბერ ლაზარაშვილმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ბატონმა ღასან ხალილმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებათა ცენტრის დაფუძნებას, ბავშვთა უფლებებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცოდნის შექმნასა და გავრცელებას. ასევე, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების შესაძლებლობების გაძლიერებას ბავშვთა უფლებების პრინციპების ეფექტიანად დასანერგად საქართველოში.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ხაზი გაუსვეს საკითხის მნიშვნელობას და  მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

Related Posts

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის ერთ-ერთ უძველეს კოიმბრას უნივერსიტეტში და Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დელეგაცია 24-28 მარტს ვიზიტით იმყოფებოდა პორტუგალიაში, კოიმბრას უნივერსიტეტში, სადაც ERASMUS+ გაცვლითი პროგრამით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა

Read More

EEU-სა და გაეროს მოსახელობის ფონდის (UNFPA) მორიგი სამუშაო შეხვედრა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტის (EEU) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც   საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ და

Read More