აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა (EEU) მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეულ პროფესორებს უმასპინძლა!

A cooperation agreement has been signed between Hochschule Bremen City University of Applied Sciences (Germany) and East European University (EEU). The agreement was signed by Prof. Dr. Konrad Wolf, President of Hochschule Bremen, and Prof. Dr. Kakhaber Lazarashvili, Rector of East European University.

From May 6 to 8, 2025, a delegation from East European University visited Germany at the invitation of Hochschule Bremen City University of Applied Sciences. During the visit, the EEU delegation held meetings with the President of the University, deans of various faculties, as well as heads of scientific and international departments. The parties agreed to engage in intensive collaboration, including student exchange programs, joint participation in ERASMUS+ initiatives, and the implementation of joint academic and research projects involving research and academic staff.

The EEU delegation was represented by the university’s Rector, Prof. Dr. Kakhaber Lazarashvili; Chairman of the Academic Council, Prof. Dr. David Cherkezishvili; and Head of the International Relations Department, Teona Khachidze.

Significantly, starting from October 2025, EEU students will have the opportunity to pursue their studies at Hochschule Bremen City University of Applied Sciences. Furthermore, both institutions have agreed that Hochschule Bremen will be actively represented at the upcoming international scientific conference hosted by East European University, scheduled to take place from June 24 to 26, 2025.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან ეწვივნენ:

  • პოლ გიბსი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, მიდლსექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) და სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ავსტრალია) პროფესორი
  • პანაიოტის ანგელიდეს – ვიცე-რექტორი აკადემიურ საკითხებში და სასკოლო განათლების პროფესორი, ნიქოზიის უნივერსიტეტი (კვიპროსი).
  • ლუიზ დელინგვოთერ – ბრიტანული ცივილიზაციის პროფესორი, სორბონის უნივერსიტეტი (საფრანგეთი).
  • ანატოლი ალექსიენკო – პროფესორი საერთაშორისო უმაღლესი განათლების მიმართულებით, ჰონგ-კონგის განათლების უნივერსიტეტი (ჩინეთი).

კვირეულის ფარგლებში მეცნიერები შეხვდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიურ, ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს, რომელთაც გაუზიარეს საკუთარ გამოცდილება აკადემიური საქმიანობისა და უმაღლესი განათლების სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, სორბონის უნივერსიტეტისა და EEU – ს თანამშრომლობის ფარგლებში გამოცემული წიგნის, „Covid-19-ის პანდემიის არათანაბარი გავლენა კეთილდღეობაზე ევროპაში“ (The unequal costs of Covid-19 on well-being in Europe) პრეზენტაცია გაიმართა. პროფესორ პოლ გიბსისა  და პროფესორი ლუიზ დელინგვოთერის  რედაქტორობით გამოცემულ წიგნში მიმოხილულია პოსტკოვიდური სიტუაცია ევროპაში, ასევე ასახულია პანდემიის გავლენა მოსახლეობის სოციალურ კეთილდღეობაზე, მათ შორის საქართველოში.

ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის ამსახველ ვითარებაზე, “Covid-19-ის ეკონომიკური შედეგები და კეთილდღეობა საქართველოში“ (The Economic Repercussions of Covid-19 and Wellbeing in Georgia) აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორებმა იმუშავეს:

  • კახაბერ ლაზარაშვილი – პროფესორი, განათლების მეცნიერებების დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი
  • დავით სიხარულიძე – პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი
  • ვასილ კიკუტაძე – პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
  • თამთა ლეკიშვილი – ასისტენტ-პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი

მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა დაისახეს სამომავლო გეგმები, რაც სორბონის უნივერსიტეტთან ახალი სამეცნიერო პროექტის, ასევე ჰონკონგის უნივერსიტეტთან სამეცნიერო მუშაობის დაწყებას გულისხმობს.

სორბონის, ჰონკონგისა და ნიქოზიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან გააფორმონ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც აკადემიური პერსონალის მობილობასა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებს შეუწყობს ხელს.

Related Posts

პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი იტალიური სამეცნიერო ჟურნალის: ” Annali di Igiene Medicina Preventiva e di Comunita” სარედაქციო კოლეგიის წევრია!

პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი იტალიური სამეცნიერო ჟურნალის: ” Annali di Igiene Medicina Preventiva e di Comunita” სარედაქციო კოლეგიის წევრია! პროფესორი კახაბერ

Read More

საერთაშორისო კონფერენცია: „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“

საერთაშორისო კონფერენცია: „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“ ევროპული კვირეულის ფარგლებში (EHEW 2025) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების

Read More