აშშ-ის ქ. კლივლენდის ერთ-ერთ ცნობილ უნივერსიტეტს – Case Western Reserve University-სა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) შორის თანამშრომლობა ახალ ფაზაში გადავიდა

A cooperation agreement has been signed between Hochschule Bremen City University of Applied Sciences (Germany) and East European University (EEU). The agreement was signed by Prof. Dr. Konrad Wolf, President of Hochschule Bremen, and Prof. Dr. Kakhaber Lazarashvili, Rector of East European University.

From May 6 to 8, 2025, a delegation from East European University visited Germany at the invitation of Hochschule Bremen City University of Applied Sciences. During the visit, the EEU delegation held meetings with the President of the University, deans of various faculties, as well as heads of scientific and international departments. The parties agreed to engage in intensive collaboration, including student exchange programs, joint participation in ERASMUS+ initiatives, and the implementation of joint academic and research projects involving research and academic staff.

The EEU delegation was represented by the university’s Rector, Prof. Dr. Kakhaber Lazarashvili; Chairman of the Academic Council, Prof. Dr. David Cherkezishvili; and Head of the International Relations Department, Teona Khachidze.

Significantly, starting from October 2025, EEU students will have the opportunity to pursue their studies at Hochschule Bremen City University of Applied Sciences. Furthermore, both institutions have agreed that Hochschule Bremen will be actively represented at the upcoming international scientific conference hosted by East European University, scheduled to take place from June 24 to 26, 2025.

საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების გაძლიერების მიზნით, აშშ-ის შტატ ოჰაიოს ქალაქ კლივლენდის უნივერსიტეტში – Case Western Reserve University აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში EEU-ს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ ლაზარაშვილი, ადგილზე გაეცნო საგანმანათლებლო და კვლევით რესურსებს, ასევე იმ შესაძლებლობებს, რითაც მომავალში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები და მკვლევარები შეძლებენ სარგებლობას.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და Case Western Reserve University-ის თანამშრომლობა მიზნად ისახავს ორ უნივერსიტეტს შორის კავშირებისა და საგანმანათლებლო/კვლევითი პროექტების გაძლიერებას, სხვადასხვა სფეროში გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას. თანამშრომლობა მოიცავს გაცვლით პროგრამებს ბიზნესის, ფსიქოლოგიის, მედიცინის და სამართლის მიმართულებით. ასევე, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას და პროფესორების აკადემიური გამოცდილების გაზიარებას.

ორივე უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ხელი შეუწყოს დინამიური კულტურათაშორისი სასწავლო გარემოს შექმნას, გამოყენებული იქნება ორივე უნივერსიტეტის მეცნიერთა გამოცდილება მწვავე გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად. აკადემიური და კვლევითი პუბლიკაციების და ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება ხელს შეუწყობს ცოდნის გავრცელებასა და სამეცნიერო დისკურსს, ინოვაციური კვლევისა და საგანმანათლებლო ინიციატივების გაძლიერებას.

“ეს საეტაპო თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს აკადემიური სრულყოფილების წინსვლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაში. ძალების გაერთიანებით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) და Case Western Reserve University მზად არიან გრძელვადიანი წვლილი შეიტანონ გლობალურ საგანმანათლებლო ლანდშაფტში“ , – ნათქვამია თანამშრომლობის მემორანდუმში.

Related Posts

პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი იტალიური სამეცნიერო ჟურნალის: ” Annali di Igiene Medicina Preventiva e di Comunita” სარედაქციო კოლეგიის წევრია!

პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი იტალიური სამეცნიერო ჟურნალის: ” Annali di Igiene Medicina Preventiva e di Comunita” სარედაქციო კოლეგიის წევრია! პროფესორი კახაბერ

Read More

საერთაშორისო კონფერენცია: „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“

საერთაშორისო კონფერენცია: „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“ ევროპული კვირეულის ფარგლებში (EHEW 2025) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების

Read More