EEU-სა და გაეროს მოსახელობის ფონდის (UNFPA) მორიგი სამუშაო შეხვედრა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტის (EEU) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც   საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ და შვიდი საჯარო და კერძო უნივერისტეტის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

EEU-ს ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი (PMSW) აგრძელებს გაეროს მოსახელობის ფონდთან და უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას, რათა რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ მიიღოს ცოდნა კეთილდღეობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა (EEU) გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით შეიმუშავა ორი სილაბუსი, რომლებიც განკუთვნილია განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო და მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის. სილაბუსის შემუშავების პროცესში ჩართული იყვნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები: აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი და პროფესორი პიტერ აგლეტონი ( დიდი ბრიტანეთი). აღნიშნული სასწავლო კურსები წარმოადგენს არჩევით მოდულებს, რომელებიც  ასევე პროგრამებში შეიძლება ინტეგრირდეს  სავალდებულო საგნებად.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად,   სილაბუსები დაინტერესებულ უნივერსიტეტებს წარუდგინა  და განიხილა მათი  სასწავლო პროგრამებში დანერგვის შესაძლებლობა. სასწავლო კურსების პროგრამებში ინტეგრირების შემდეგ დაიწყება კურსის სწავლებაში ჩართული აკადემიური პერსონალის გადამზადების პროცესი.

Related Posts

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის ერთ-ერთ უძველეს კოიმბრას უნივერსიტეტში და Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დელეგაცია 24-28 მარტს ვიზიტით იმყოფებოდა პორტუგალიაში, კოიმბრას უნივერსიტეტში, სადაც ERASMUS+ გაცვლითი პროგრამით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა

Read More

მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: (ISPC 2024),,ციფრული მენეჯმენტი და ხელოვნური ინტელექტი“

მიმდინარე წლის 10-11 ოქტომბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო), ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის და გამოყენებითი მეცნიერებების საერთაშორისო უნივერსიტეტის (კიოლნი, გერმანია) ორგანიზებით

Read More