აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ინდოენთში – Plexus 2024 – The Grand Alumni Meet-ის გამოფენაზე

საგანმანათლებლო პროექტების გაძლიერების მიზნით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დელეგაცია 26-30 აპრილს ინდოეთში იმყოფებოდა. ვიზიტი მოიცავდა Plexus meet 2024 –  The Grand Alumni Meet ღონისძიებაზე, ნეთვორქინგსა და საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოფენში მონაწილეობას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ ლაზარაშვილი, გენერალური დირექტორი ივანე ჩერქეზიშვილი,  განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან აფთარაშვილი და საფინანსო-მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი ნინო ლაციშვილი  27 აპრილს სპეციალური მიწვევით ინდოეთის ქ. ჯაიპურში  გამართულ Plexus Meet 2024-ს სტუმრობდნენ, სადაც  სიტყვით გამოვიდა  EEU-ს რექტორი კახაბერ ლაზარაშვილი. ღონისძიების დასასრულს დელეგაციის წევრებს გადაეცათ თანამშრომლობისთვის სპეციალური ჯილდო.

ქ. ჯაიპურში გაიმართა საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოფენაზე EEU-ს წარმომადგენლებმა გამოფენის მონაწილეებს გააცნეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, უპირატესობები და შეთავაზებები. გამართეს შეხვედრები სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა უნივერსიტეტის პარტნიორული ქსელის გაფართოებისა და ახალი თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობები, დაისახა ინსტიტუციური პარტნიორობის გეგმები.

ვიზიტის დასასრულს კი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს, პუნეს სახელმწიფო უნივერსიტეტს, კასპიისა და ყირგიზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. უნივერსიტეტების თანამშრომლობა მიზნად ისახავს შორის კავშირებისა და საგანმანათლებლო პროექტების გაძლიერებას, სხვადასხვა  სფეროში (ბიზნესის ადმინისტრირება, მედიცინა) გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას.

Related Posts

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის ერთ-ერთ უძველეს კოიმბრას უნივერსიტეტში და Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დელეგაცია 24-28 მარტს ვიზიტით იმყოფებოდა პორტუგალიაში, კოიმბრას უნივერსიტეტში, სადაც ERASMUS+ გაცვლითი პროგრამით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა

Read More

EEU-სა და გაეროს მოსახელობის ფონდის (UNFPA) მორიგი სამუშაო შეხვედრა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტის (EEU) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც   საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ და

Read More