პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი იტალიური სამეცნიერო ჟურნალის: " Annali di Igiene Medicina Preventiva e di Comunita" სარედაქციო კოლეგიის წევრია!

პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი – იტალიური სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი და ჟურნალის ელჩი რეგიონში!

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი, მიწვეული იქნა იტალიის წამყვანი სამეცნიერო ჟურნალის – “Annali di Igiene, Medicina Preventiva e di Comunità” – სარედაქციო კოლეგიის წევრად.

აღნიშნული ჟურნალი ევროპაში ერთ-ერთი ავტორიტეტული გამოცემაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, პრევენციული მედიცინისა და ჰიგიენის მიმართულებით.

გარდა სარედაქციო კოლეგიაში გაწევრიანებისა, პროფესორი ლაზარაშვილი შეასრულებს ჟურნალის რეგიონული ელჩის როლს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასშტაბით, რაც ითვალისწინებს რეგიონში ჟურნალის ცნობადობის ამაღლებას, აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებასა და მაღალი ხარისხის სამეცნიერო მასალების მოზიდვას.