პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი
განათლების მეცნიერებების დოქტორი
პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი არის გამორჩეული აკადემიური ლიდერი, მკვლევარი და პედაგოგი, რომელიც განსაკუთრებული კომპეტენციით გამოირჩევა უმაღლესი განათლების, საჯარო ჯანდაცვისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სფეროებში. ამჟამად ის საქართველოს აღმოსავლეთ ევროპული უნივერსიტეტის (EEU) რექტორია და ასევე ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე. მისი აკადემიური საქმიანობა საერთაშორისო მასშტაბსაც მოიცავს — ის პარიზში, სორბონის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია და COST-ის მოქმედი სამეცნიერო დეპარტამენტის პროექტის ხელმძღვანელი.
პროფესორი ლაზარაშვილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე უმაღლესი განათლების მენეჯმენტში. იგი გაეროს (UN) ექსპერტთა კოორდინატორია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში უმაღლესი განათლების მიმართულებით და არის ჟურნალის International Journal of Health, Wellness, and Society მრჩეველთა საბჭოს წევრი. იგი ასევე ხელმძღვანელობს ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს (EEU), სადაც ხელს უწყობს ჯანდაცვის მეცნიერებების ინტერდისციპლინარული კვლევების განვითარებას.
მას აქვს ფართო გამოცდილება ხარისხის უზრუნველყოფის სფეროშიც. არის ხარისხის უზრუნველყოფის ოფიცერი გრინვიჩის უნივერსიტეტში და საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების მედიცინის სექტორული საბჭოს წევრი. გარდა ამისა, იგი მნიშვნელოვანი როლს ასრულებს დისერტაციათა ხელმძღვანელების მენტორინგში ანგლია რასკინის უნივერსიტეტში და არის საპატიო-ლექტორი ჯანდაცვის მენეჯმენტში არდენის უნივერსიტეტში, ლონდონში, სადაც ხელმძღვანელობს მოდულს „ხარისხის მენეჯმენტი“.
აკადემიური საქმიანობის მიღმაც, იგი აქტიურად არის ჩართული ინსტიტუციური განვითარებისა და ლიდერობის პროცესებში. დასავლეთ ლონდონის ბიზნესისა და მენეჯმენტის მეცნიერებათა კოლეჯში არის პროგრამის დირექტორი, სადაც კურირებს საგანმანათლებლო პროგრამების დიზაინსა და განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას საერთაშორისო აკადემიური სტანდარტებთან.

პროფესორი ლაზარაშვილის აკადემიური კვალიფიკაცია მოიცავს განათლების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს (EdD) ლონდონის უნივერსიტეტიდან (UCL), რეპროდუქციული მედიცინის მაგისტრის ხარისხს ლონდონის ქუინ მერის უნივერსიტეტიდან და ცოდნის მენეჯმენტის სერტიფიკატს ოქსფორდის უნივერსიტეტიდან. პროფესიული აღიარება მოიცავს მის წევრობას საჯარო ჯანდაცვის სამეფო საზოგადოებაში (FRSPH, დიდი ბრიტანეთი) და ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიაში (FHEA, დიდი ბრიტანეთი).
მთელი კარიერის განმავლობაში დოქტორი ლაზარაშვილი აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო კვლევებში, გამოაქვეყნა საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტატიები და წარადგინა მოხსენებები გლობალურ კონფერენციებზე, სემინარებსა და პროფესიული განვითარების პროგრამებზე. მისი წვლილი განათლებასა და მეცნიერებაში არაერთგზის აღინიშნა პრესტიჟული ჯილდოებით, მათ შორის ევრაზიის საერთაშორისო პრიზით.