Skip to content
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • განათლება
  • პროფესიული გამოცდილება
  • გაეროსთან თანამშრომლობა
  • თანამონაწილეობა
  • სამეცნიერო, კვლევითი აქტივობები
  • დახასიათება
  • სიახლეები
  • კონტაქტი
  • English
  • ქართული
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • განათლება
  • პროფესიული გამოცდილება
  • გაეროსთან თანამშრომლობა
  • თანამონაწილეობა
  • სამეცნიერო, კვლევითი აქტივობები
  • დახასიათება
  • სიახლეები
  • კონტაქტი
  • English
  • ქართული
„პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი კომუნიკაბელური და მზრუნველი აკადემიური ლიდერია. მასთან პირველად ათი წლის წინ, საერთაშორისო კონფერენციაზე შეხვედრისას, მაშინვე გამოიკვეთა მისი უნარი, წაახალისოს სხვები და მისცეს მათ მოტივაცია. მისმა ხიბლმა, გამჭრიახობამ და სტრატეგიულმა ხედვამ მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და მიდლსექსის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარებას იმ პერიოდში, როდესაც საერთაშორისო პარტნიორობები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. შემდეგ, როდესაც თავად შევუერთდი მის გუნდს, დავინახე, რომ პროფესორი ლაზარაშვილი გამოირჩევა განსაკუთრებული აკადემიური სულისკვეთებითა და სტუმართმოყვარეობით, რაც თანაბრად აისახება როგორც მის აკადემიურ, ასევე ადმინისტრაციულ საქმიანობაში. მისი საერთაშორისო ძალისხმევა უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებულად ნაყოფიერი აღმოჩნდა, ხოლო გაეროს პროექტებში ჩართულობა და კვლევითი საქმიანობის გავრცელება — შთამბეჭდავი. პროფესორი ლაზარაშვილი არის შესანიშნავი პარტნიორი და გამოირჩევა განსაკუთრებული ერთგულებით როგორც საკუთარი კვლევითი დისციპლინის, ასევე უნივერსიტეტის მიმართ. ჩემთვის იგი არის მგრძნობიარე, შთამაგონებელი და გამორჩეული აკადემიური ლიდერი.“
პოლ გიბსი, მიდლსექსისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, განათლების კვლევისა და სტიპენდიების ცენტრის დამფუძნებელი.
„კახაბერ ლაზარაშვილი მონაწილეობდა და/ან კოორდინაციას უწევდა ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და განათლების სფეროებში ევროპაში მიმდინარე არაერთ საერთაშორისო კვლევით პროექტს. ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მისი აკადემიური გამოცდილება (პროფესიული დოქტორის ხარისხი და უმაღლესი განათლების სფეროში ხელმძღვანელი თანამდებობები), ასევე ჯანდაცვის სფეროში პრაქტიკული საქმიანობა, განაპირობებდა მის ფასდაუდებელ წვლილს იმ მრავალ კვლევით პროექტში, რომლებზეც ჩვენ ერთად ვმუშაობდით ევროპის მასშტაბით აკადემიურ წრეებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მონაწილეობა და წვლილი შემდეგ პროექტებში: Springer-ის მიერ რედაქტირებულ ტომში უთანასწორობის შესახებ ევროკავშირის ქვეყნებში COVID-19-ის პერიოდში (გამოქვეყნდა 2023 წელს); სპეციალურ ნომერში, რომელიც გამოქვეყნდა ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და საზოგადოების საერთაშორისო ჟურნალში (2024) — უმაღლეს განათლებაში კეთილდღეობის საკითხებზე; და COST-ის სატენდერო პროგრამის წამყვანი პროექტის ხელმძღვანელობა საქართველოსთვის (მიმდინარე პროექტი). კახაბერმა ასევე გამოავლინა ლიდერობის მკაფიო უნარები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე. მას გააჩნია დიპლომატიის ბუნებრივი ნიჭი და ღრმა გაგება როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო მკვლევარებისა და კოლეგების საჭიროებების. იგი ერთგულია როგორც თავისი პროფესიული საქმის, ასევე კოლეგებისა და სტუდენტების მიმართ. ამიტომ, დიდი პასუხისმგებლობით ვუწევ რეკომენდაციას პროფესორ კახაბერ ლაზარაშვილს ნებისმიერ პოზიციაზე, რომელიც მოითხოვს კვლევაში, სწავლებასა და ლიდერობაში უმაღლესი დონის უნარებს.“
ლუიზ დელინგვოთერი; ბრიტანული პოლიტიკის პროფესორი; გამოყენებითი ენების დეპარტამენტი; სორბონის უნივერსიტეტი
Designer
„დოქტორი კახაბერ „გიორგი“ ლაზარაშვილი არის უმაღლესი განათლების სფეროს ხედვით აღსავსე ლიდერი, გლობალური აზროვნებით, რომელიც ერთგულად ესწრაფვის ისეთი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც ხელს უწყობს გლობალურ თანამშრომლობასა და ინოვაციებს. ის აღიარებს, რომ განათლება წარმოადგენს აუცილებელ ინსტრუმენტს მსოფლიო მასშტაბით არსებული აქტუალური გამოწვევების გადაჭრისთვის. იგი ხაზს უსვამს ჩართულობას, ინკლუზიურობას და სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და თემების გაძლიერებას, რათა მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ გლობალურ გადაწყვეტილებებში. დოქტორი ლაზარაშვილი ამყარებს და აძლიერებს საერთაშორისო პარტნიორობას, რათა შექმნას თანამშრომლობითი აკადემიური გარემო, რომელიც საზღვრებს სცილდება და იზიარებს საგანმანათლებლო სრულყოფილების, სოციალური გავლენისა და გლობალური მოქალაქეობისადმი ერთგულებას. ის არის ხედვის მქონე ლიდერი, რომელიც კარგად აცნობიერებს, რომ სტუდენტების თანამედროვე განათლებით აღჭურვა დღევანდელ სამყაროში წარმატების მისაღწევად წარმოადგენს მთავარ წინაპირობას.“
პროფესორი ქრისტოფერ სიპელი,საერთაშორისო ურთიერთობების აღმასრულებელი დირექტორი, Case Western Reserve University.
Designer
"მქონდა პატივი, პროფესორ დოქტორ კახაბერ ლაზარაშვილთან მეთანამშრომლა რამდენიმე აკადემიურ და პროფესიულ სასწავლო პროექტზე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, ასევე ლონდონის მიდლსექსის უნივერსიტეტში. ჩვენმა თანამშრომლობითმა პარტნიორობამ ხელი შეუწყო სკოლამდელი აღზრდისა და ადრეული ბავშვობის ფილოსოფიის პოპულარიზაციას უმაღლეს განათლებასა და პრაქტიკაში. მაგალითად, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილის ხელმძღვანელობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საგანმანათლებლო უზრუნველყოფისა და პროფესიული მომზადების განვითარებაში, რამაც ბავშვთა უფლებები, პროფესიული დიალოგი და პრაქტიკა გააერთიანა ტრენინგთა კურსში. მასთან მუშაობისას, განსაკუთრებულად დავაფასე პროფესორ კახაბერ ლაზარაშვილის ენერგიული მისწრაფება პედაგოგიური ინოვაციებისკენ, ასევე მისი ხელმძღვანელობა სხვადასხვა დისციპლინების, ეროვნული კონტექსტის, აკადემიური წრეებისა და პროფესიონალების კოორდინაციაში, რათა შექმნილიყო ინტერდისციპლინური და ტრანსდისციპლინური განათლების შესაძლებლობები. მისი კეთილშობილება და დიპლომატია პროფესორ კახაბერ ლაზარაშვილისგამოკვეთილი თვისებებია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე, რასაც მე ვაფასებ. მაგალითად, პროფესორ კახაბერ ლაზარაშვილის კოლეგიალური მიდგომის წყალობით, მე მქონდა შესაძლებლობა, გამევითარებინა ქსელები და ურთიერთობები UNICEF-თან და საქართველოს განათლების სამინისტროსთან (სკოლამდელი აღზრდისა და ადრეული განათლების მიმართულებით). პირადად, მინდა მადლობა გადავუხადო კახაბერს მეგობრობისთვის, სტუმართმოყვარეობისთვის და ქართული კულტურისა და ხალხის გაცნობისთვის, რამაც ხელი შეუწყოჩვენს შორის მეგობრობა პროფესიული თანამშრომლობის გარდა."
დოქტორი ანჯელა სკოლანი; ადრეული ბავშვობის კვლევების ასოცირებული პროფესორი; სკოლამდელი განათლების პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.მოწვეული მკვლევარი ბავშვთა და ოჯახის კვლევების მიმართულებით, ნორთჰემპტონის უნივერსიტეტი.
Designer

HOME

Professor, Doctor of Educational Sciences Kakhaber George Lazarashvili